ფლორიდისა და ალაბამას შტატებს ტროპიკულმა შტორმმა „სალიმ“ გადაუარა

02:46, 17.09.2020

ფლორიდისა და ალაბამას შტატებს ტროპიკულმა შტორმმა „სალიმ“ გადაუარა. სიენენის ინფორმაციით, სტიქიამ კონტინენტთან მიახლოებისას მეორე კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია. „სალიმ“ მდინარეების ადიდება და რეკორდული მასშტაბით ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ნახევარ მილიონამდე აბონენტი. მაშველებმა დატბორილი სახლებიდან მხოლოდ ფლორიდაში 377 ადამიანი გამოიყვანეს. მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი