ბელინგემი „დორტმუნდის“ ფეხბურთელი გახდა
ბელინგემი „დორტმუნდის“ ფეხბურთელი გახდა

„ბირმინგემის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა „დორტმუნდთან“ კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან გერმანული კლუბის ღირსებას დაიცავს, – იუწყება „ბორუსიას“ ოფიციალური ვებგვერდი.

იტყობინებიან, რომ 17 წლის ფეხბურთელმა გერმანელებთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, ზუსტი ვადები არ სახელდება.

ჯუდ ბელინგემმა 2019/20 წლების სეზონში „ბირმინგემის“ შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი ბურთი და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ გერმანიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.