ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლის ქალბატონი ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლის ქალბატონი ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 70 წლის ქალბატონს დაეჯახა.

სასწარაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონი ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.