ახმეტაში მკვლელობა მოხდა
ახმეტაში მკვლელობა მოხდა

ახმეტაში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 71 წლის ქალი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, 18 წლის კაცმა მეზობელ ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევას წინ უძღოდა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. ქალი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.