ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი სტიქიამ დააზარალა
ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი სტიქიამ დააზარალა

ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი სტიქიამ დააზარალა.

მაღრაანში, ფიჩხოვანსა და არგოხში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო ფართობები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და მოგლიჯა ხეები.

როგორც საქართველოს პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა განუცხადა, სტიქიით მიყენებული ზარალს შესაბამისი კომისია ხვალიდან შეისწავლის.