ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კვეტერაობა“ გაიმართება
ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კვეტერაობა“ გაიმართება

ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე კვეტერას ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიზე სახალხო დღესასწაული „კვეტერაობა“ გაიმართება.

მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ასევე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ თუშური, კახური, ფშავური, ქისტური და ოსური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები და მისი მომზადების პროცესში თავადაც მიიღონ მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

ამასთან, „კვეტერაობის“ დღესასწაულზე შესაბამისი სიგელები გადაეცემათ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ახმეტის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.

ღონისძიება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივით გაიმართება.

კვეტერას ციხე-ქალაქი არის უძველესი ისტორიული ძეგლი საქართველოში. კვეტერას კომპლექსში შედის შიდა და ქვედა ციხე, გალავანი და ეკლესია. კვეტერა ილტოს ხეობაში, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის მე-12-ე კილომეტრზე მდებარეობს.