ახმეტაში დაღუპული 26 წლის მამაკაცი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა
ახმეტაში დაღუპული 26 წლის მამაკაცი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა

ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ დაღუპული 26 წლის მამაკაცი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სპორტსმენის მეგობრებმა დაუდასტურეს.

როგორც მეგობრები ამბობენ, ტყემალაძე აშშ-ში ცხოვრობდა და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა.

არსებული ინფორმაციით, ის მეგობრებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.

მისი ცხედარი ხრამიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი.