ქალაქ ახმეტაში, ალაზნის სარწყავ არხში 40 წლის მამუკა ძებნიაურს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველლები დილიდან ეძებენ.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სამძებრო ღონისძიებებში რამდენიმე სააათის წინ მყვითავებიც ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები ამ წუთისათვის შეჩერებულია. მათივე ცნობით, მაშველები და მყვინთავები 40 წლის ძებნიაურის ძებნას ხვალ დილით განაახლებენ.
მამუკა ძებნიაურს მესამე დღეა ეძებენ. მამაკაცი ბოლოს, სახლისკენ მიმავალ გზაზე ნახეს.
40 წლის მამაკაცის საცხოვრებელი ალაზნის სარწყავ არხთან ახლოს მდებარეობს.