„ახალი კვირის“ ექსკლუზივი - ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა
„ახალი კვირის“ ექსკლუზივი - ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა

13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა, – ამის შესახებ „ახალი კვირისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერ ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განუსაზღვრა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვალერ ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზამ მას შეურაცხადობა დაუდგინა დიაგნოზით – ეპილეფსიური ფსიქოზი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.

„ახალმა კვირამ“ გაარკვია ისიც, რომ 17 თებერვალს ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც სამართალდამცველების გულგრილობა იკვეთებოდა, შსს-ს რიგებიდან სამი პოლიციელი დაითხოვეს.

რა წერია პოლიციელების ჩვენებებში და რა დასკვნა დადო ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმების შესაძლო გულგრილობაზე, მაყურებელი ექსკლუზიურად შეიტყობს გახმაურებული და შემზარავი საქმის ახალ დეტალებს დღეს საღამოს, 21:00 საათზე გადაცემაში „ახალი კვირა“ საქართველოს პირველი არხის ეთერში.