ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 461-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 23 196 შეადგინა
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 461-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 23 196 შეადგინა

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 461-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი, 78 767 ადამიანს აღწევს.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 648 ახალი შემთხვევა და მხოლოდ 18 მათგანი დაფიქსირდა ხუბეის პროვინციის გარეთ, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ვირუსის მკვეთრი ზრდა ჩინეთის გარეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყება.

გარდაცვალების ოთხი და ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ კორეაში. 79-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი იტალიაში. ვირუსი ქვეყნის ხუთ რეგიონში ფიქსირდება. ყველაზე რთული ვითარება ლომბარდიაშია, სადაც 39 პაციენტია ვირუსით დაავადებული. გარდაცვლილია ორი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23 196-ს აღწევს.