ახალი ფრაქციების შექმნაზე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტში შესაძლოა, დღეს მიიღონ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახალი ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღონ. ბესელიას თქმით, აქამდე საორგანიზაციო საკითხები იყო დარჩენილი.
„ყველა დონეზე გადაწყვეტილება მიღებულია ფრაქციების შექმნის თაობაზე. ჩემი ინფორმაციით, დარჩენილი იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ფრაქციებში იქნებოდნენ წარმოდგენილები. ასევე, საორგანიზაციო საკითხები, რომელიც უკავშირდება ოფიციალურად რეგისტრაციის პროცედურად და საკომიტეტო პროცედურებს, მათ შორის პროცედურებს რეგლამენტის თანახმად. გადაწყვეტილება მიღებულია, ეს არ შეიცვლება, მხოლოდ კონკრეტული დეტალებია დარჩენილი. შეიძლება, მოესწროს დღესაც ბიუროს სხდომაზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ „ქართულ ოცნებაში“ დამატებით ორი ფრაქცია შეიქმნება.