ახალციხის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ახალციხის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ გამთენიისას 22 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა პირველ არხს განუცხადეს, ქალმა 28 მარტს იმშობიარა. დღეს დილით კი ის გარდაცვლილი საავადმყოფოს სააბაზანოში იპოვეს.

ექიმების წინასწარი ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზად თრომბი იქცა.

ოჯახის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელობას აკისრებენ.

შსს-ს ინფორმაციით, 30 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ახალციხეში შ.პ.ს კლინიკა ,,იმედში” მშობიარობიდან მეორე დღეს გარდაიცვალა 1995 წელს დაბადებული ქალბატონი.