ბათუმის სამშობიარო სახლში 12 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს 

13:24, 17.09.2020

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სამშობიარო სახლის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტებში პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დაგვემატა ოთხი ფეხმძიმე და ამ ეტაპზე გვყავს 12 კოვიდინფიცირებული ქალბატონი. მათ შორის ერთი 38 კვირის ორსულია. საბედნიეროდ, ყველა პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა პაპავამ.

ამასთან, მისივე თქმით, სამშობიარო სახლს 30 კოვიდინციფირებული პაციენტის მიღება შეუძლია.

მსგავსი