იოსებ ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლმა მუშაობა შეაჩერა

13:54, 09.09.2020

იოსებ ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლმა მუშაობა შეაჩერა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამშობიარო სახლის სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და პერსონალისგან ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ. ჯამში „კოვიდ-19“ სულ ხუთ პირს დაუდგინდა, მათგან ერთ-ერთი სამშობიარო სახლის თანამშრომლის ოჯახის წევრია.

მსგავსი