ბათუმში კორონავირუსი კიდევ ოთხ ორსულს დაუდასტურდა
ბათუმში კორონავირუსი კიდევ ოთხ ორსულს დაუდასტურდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ სამშობიარო სახლის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ განაცხადა.

მისი თქმით, ​კორონავირუსი დღეს ოთხ ორსულს დაუდასტურდა. პაპავას განცხადებით, პაციენტებში პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„განსაკუთრებული ჩივილები არ აღენიშნებათ. ფაქტობრივად, თითქმის ყველა პაციენტში პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კლინიკაში დღეს უკვე 16 ფეხმძიმე ქალბატონი გვყავს. ისინი ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორმა ნუგზარ პაპავამ.