ახალციხე–ახალქალაქის საავტომობილო გზაზე, ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომობილში მძღოლი და ერთი მგზავრი ისხდნენ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მძღოლმა მოძრაობის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო და ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
უწყების განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოძრაობა შეფერხდა, თუმცა, ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა აღდგენილია.