ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ დაკარგულად რვა ადამიანი ითვლება
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ გაუჩინარებული რვა ადამიანი სავარაუდოდ გარდაცვლილია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უშედეგოდ მიმდინარეობს.
ამ დროისათვის ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულად ხუთი ადამიანი ითვლება. დაკარგულების შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მსხვერპლთა რიცხვი 13-მდე გაიზრდება.
ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა. 34 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს, ხოლო 31 პირი საავადმყოფოში მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.