ახალ ზელანდიაში, ერთ-ერთ ჰოსტელში ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ახალ ზელანდიაში, ერთ-ერთ ჰოსტელში ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ახალ ზელანდიაში, ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ცეცხლი ველინგტონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ზედა სართულზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 20-ზე მეტი სახანძრო მანქანა იყო ჩართული. მაშველებმა ათობით ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. პოლიცია არ გამორიცხავს მსხვერპლის რაოდენობის ზრდას.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.