ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, სადაც ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, სროლის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, სადაც ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, სროლის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე ერთი საათით ადრე. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, დაღუპულია ასევე თავდამსხმელიც.

„სროლისთვის არ არსებობდა გამოვლენილი პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოტივაცია და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კრის ჰიპკინსმა მედიასთან ბრიფინგზე.

ჰიპკინსის თქმით, ქალთა მსოფლო ჩემპიონატი არ გადადებულა, თუმცა გაზრდილია უსაფრთხოება და ქალაქში მობილიზებულია პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით ოკლენდში რამდენიმე ქუჩა გადაკეტილი იყო. ქალაქში საბორნე მიმოსვლა გაუქმდა. ზოგიერთ რაიონში ავტობუსები შემოვლითი გზებით მოძრაობენ.