აკაკი ზოიძე - 2019 წლის ბიუჯეტი ადამიანზეა ორიენტირებული
აკაკი ზოიძე - 2019 წლის ბიუჯეტი ადამიანზეა ორიენტირებული

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადამიანებზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა13 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრას. ბიუჯეტი ორიენტირებულია ადამიანზე. დაახლოებით 7 მილიარდი ლარი ორიენტირებულია ადამიანურ კაპიტალზე. ეს არის განათლება, სოციალური საჭიროებები, ჯანდაცვა და ა.შ. პენსიის ზრდა გათვალისწინებულია 20 ლარით, რაც საკმარისი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არც ერთი ბავშვი აღარ გვყავდეს სიღარიბეში“, –  განაცხადა ზოიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან.  მომავალი წლის ბიუჯეტში ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 600 მილიონი ლარით მეტია.