აკაკი ზოიძე - რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას
აკაკი ზოიძე - რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას

რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას, – აცხადებს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე.

„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დეტალური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება ძირეული რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ეს იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის რეალური მხარდაჭერა და ფინანსური ბარიერების მოხსნა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. გარდა ამისა, ფუნდამენტური რეფორმა მედიკამენტების ფასების რეგულაციასა და ქრონიკული დაავადების სამკურნალო ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამის გაფართოებას გულისხმობს. პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა. პირველადი ჯანდაცვა, რომელიც სამიზნე მოსახლეობის საჭიროებებს შეესაბამება, თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის.

დატოვე კომენტარი