პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტში ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 600 მილიონი ლარით მეტია.

კოვზანაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია.

„სესიაზე გავა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებული ვერსია. ასიგნებები აღწევს 13 მილიარდ 90 მილიონს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი ციფრები არ ყოფილა. 13 მილიარდზე მეტს დახარჯავს ქვეყანა, რაც არის 600 მილიონით მეტი, ვიდრე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. შემიძლია გითხრათ, რომ სოციალური, ჯანმრთელობის, განათლების სფეროს ხარჯები თითქმის 47 პროცენტზე მეტი იქნება. 5,5 მილიარდზე მეტი არის გამოყოფილი ამ მიმართულებით და შეიძლება ითქვას, ეს ბიუჯეტი ამ მიმართულებით არის სოციალურად ორიენტირებული“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.