აკაკი ბობოხიძე - ვაპირებთ, აქციები მინიმალურ რაოდენობაზე დავიყვანოთ
„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, ოპოზიცია ისედაც ცდილობდა, აქციებზე მოქალაქეთა რაოდენობა შეემცირებინა.
მისივე თქმით, არანაკლები იყო მოქალაქეთა თავმოყრა სხვა ადგილებში, მაგალითად, მეტროში.
„ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად და კარგად იცოდნენ, რომ მაინც ვცდილობდით და ვაპირებთ, რომ აქციები მინიმალურ რაოდენობაზე დავიყვანოთ. ოღონდ, აქციების წილი შეადარეთ, მეტროში რა მდგომარეობაა, მერე შეადარეთ აქციებზე რა მდგომარეობა იყო და მიხვდებით, სად არის ინფექციის გავრცელების მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ამ ხელისუფლების მიერ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ეს ხელისუფლება ნოლია საერთოდ და ფულის შოვნის გარდა, ეს ხელისუფლება არ არის ორიენტირებული არაფერზე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.