მედიის ცნობით, ევროკავშირი გეგმავს, შეზღუდვები დააწესოს უკრაინიდან გარკვეული პროდუქტის იმპორტზე და უკრაინის მეზობელი ევროპული ქვეყნების ფერმერების დასახმარებლად 100 მილიონი ევროს კომპენსაციას ამზადებს

ევროკავშირი გეგმავს, შეზღუდვები დააწესოს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის გარკვეული სახეობის პროდუქტის იმპორტზე და ასევე, უკრიანის მეზობელი ევროპული ქვეყნების ფერმერების დასახმარებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ამზადებს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.

აღნიშნული ზომების განხილვა ევროკავშირმა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ბულგარეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სასურსათო პროდუქტის იმპორტი აკრძალეს. ევროკომისია გეგმავს, მიიღოს „პრევენციული ზომები“ მარცვლეული და ზეთოვანი კულტურების გარკვეული კატეგორიის იმპორტთან დაკავშირებით, კერძოდ, ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის თესლის.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი ვალდის დომბროვსკისი აღნიშნულ გეგმავს დღეს დაზარალებული ქვეყნების – ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის მინისტრებთან, ასევე უკრაინელ კოლეგებთან განიხილავს.