აკა მორჩილაძის რომანს „გასეირნება ყარაბაღში“ გერმანული გამომცემლობა „ვაიდლე“ დაბეჭდავს
აკა მორჩილაძის რომანს „გასეირნება ყარაბაღში“ცნობილი გერმანული გამომცემლობა „ვაიდლე „ პირველად დაბეჭდავს. ცნობას ამის შესახებ გამომცემლობა საკუთარ ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
წიგნის გარეკანისთვის გამომცემლობამ ქართველი მხატვრის კარლო კაჭარავას ნამუშევარი გამოიყენა.
წლის განმავლობაში აკა მორჩილაძის კიდევ ოთხ ან ხუთ ნაწარმოებს ორი სხვადასხვა გერმანული გამომცემლობა დაბეჭდავს.
წიგნები ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი.