ბაღდათის მუნიციპალიტეტში კერძოდ, აჯამეთის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ვლადიმერ ჯღამაძის თქმით, ცეცხლი 3 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.
ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ჯერ უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
„არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი აჯამეთის ნაკრძალზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და მალევე ლიკვიდაცია მოახერხეს“, – განაცხადა ჯღამაძემ.