აჯამეთის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია 
აჯამეთის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კერძოდ, აჯამეთის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ვლადიმერ ჯღამაძის თქმით, ცეცხლი 3 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ჯერ უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

„არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი აჯამეთის ნაკრძალზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და მალევე ლიკვიდაცია  მოახერხეს“, – განაცხადა ჯღამაძემ.