აღმოსავლეთის ფინალში „მილუოკი“ და „ატლანტა“ ითამაშებენ [ვიდეო] #1TVSPORT
დაკომპლექტდა აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერიის წყვილი. „მილუოკის“ მეტოქე გახდა „ატლანტა“ რომელმაც სერიის მეშვიდე შეხვედრაში სტუმრად დაამარცხა „ფილადელფია“.
* არც ერთ გუნდს არ ჰქონია ორნიშნა უპირატესობა, 19-ჯერ იყო თანაბარი ანგარიში და 20-ჯერ შეიცვალა ლიდერი.
* „ატლანტამ“ გაიმარჯვა იმის მიუხედავად, რომ ტრაე იანგმა თამაშიდან 23-დან მხოლოდ ხუთი ბურთი ჩააგდო.
* „ატლანტამ“ სერიაში სამჯერ მოუგო სტუმრად „ფილადელფიას“.
* „ატლანტას“ აქამდე ცხრიდან ცხრაჯერ ჰქონდა წაგებული სერიის მეშვიდე შეხვედრა.
* „ატლანტა“ 2015 წლის შემდეგ პირველად ოთამაშებს აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში.
ფილადელფია-ატლანტა 96:103 (28:25, 18:23, 25:28, 25:27)
ფ: ემბიდი (31+11 მოხსნა), ჰარისი (24+14 მოხსნა), სეტ კარი (16), სიმონსი (5+8 მოხსნა+13 პასი), ქორქმაზი (5) – სასტარტო; ტაიბული (8), ჰილი (3), მაქსი (2), მილტონი (2), ჰოვარდი (0).
ა: ჰუერტერი (27+7 მოხსნა), იანგი (21+10 პასი), კოლინზი (14+16 მოხსნა), კაპელა (13), ბოგდან ბოგდანოვიჩი (4) – სასტარტო; გალინარი (17), უილიამსი (6), ოკონგვუ (1), ჰილი (0).
სერია: 3-4