NBA-მ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა #1TVSPORT
NBA-მ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები და სტატისტიკური ლიდერები დაასახელა.

დასავლეთ კონფერენციის რჩეული გახდა „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 36.3 ქულა, 11.3 მოხსნა, 10.0 შედეგიანი პასი და 2.3 ჩაჭრა დააგროვა. საუკეთესო მატჩი მან შაბათს ჩაატარა „კლიპერსის“ წინააღმდეგ – 49 ქულა, 14 მოხსნა და 10 გადაცემა. „დენვერმა“ გასულ კვირას სამიდან ორი მატჩი მოიგო.

აღმოსავლეთში საუკეთესო გახდა „ატლანტას“ მცველი ტრაე იანგი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. იანგის საშუალო სტატისტიკა იყო – 31.3 ქულა, 4.0 მოხსნა და 9.0 შედეგიანი გადაცემა. შაბათს, „მინესოტას“ წინააღმდეგ მცველმა 37 ქულა დააგროვა, ოთხიდან სამ მატჩში კი მინიმუმ 30 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება გასული კვირის სტატისტიკური ლიდერებს:

ქულები – ჯოელ ემბიდი (ფილადელფია): 40.0.

მოხსნები – იუსუფ ნურკიჩი (პორტლენდი): 16.0.

პასები – კრის პოლი (ფინიქსი): 13.30.

ჩაჭრები – ხოსე ალვარადო (ნიუ ორლეანი): 3.0.

დაფარებები – ჯარენ ჯექსონი (მემფისი): 3.3.