ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები და სტატისტიკური ლიდერები გამოავლინა #1TVSPORT
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები და სტატისტიკური ლიდერები გამოავლინა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები სტატისტიკური ლიდერები დაასახელა.

დასავლეთ კონფერენციის რჩეული გახდა „მემფისის“ მცველი ჯა მორანტი. მან ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 25.0 ქულა, 6.3 მოხსნა და 6.8 შედეგიანი პასი დააგროვა. საუკეთესო მატჩი მან 3 იანვარს ჩაატარა „ბრუკლინის“ წინააღმდეგ – 36 ქულა, ექვსი მოხსნა და რვა გადაცემა. „მემფისმა“ გასულ კვირას ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო და ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

აღმოსავლეთში საუკეთესო გახდა „ტორონტოს“ მცველი ფრედ ვანვლიტი, რომელიც თავის გუნდს ოთიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ვანვლიტის საშუალო სტატისტიკა იყო – 30.3 ქულა, 4.8 მოხსნა და 6.5 შედეგიანი გადაცემა. 7 იანვარს, „იუტას“ წინააღმდეგ მცველმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 37 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი.

რაც შეეხებათ გასული კვირის სტატისტიკური ლიდერებს:

ქულები – იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი): სამ მატჩში მან 35.0 ქულა დააგროვა. გასულ კვირას კიდევ ხუთ მოთამაშეს ჰქონდა მინიმუმ 30 ქულა: ტრაე იანგი – 33.3, ლებრონ ჯეიმსი – 32.7, ჯოელ ემბიდი – 31.0, კევინ დურანტი – 30.5 და ფრედ ვანვლიტი – 30.3.

მოხსნები – ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) და ომერ იურთსევენი (მაიამი) – 16.3 მოხსნა.

პასები – ლუკა დონჩიჩი (დალასი). საშუალოდ 12.3 გადაცემა სამ შეხვედრაში. კიდევ ოთხ მოთამაშეს ჰქონდა მინიმუმ 10 პასი: ტრაე იანგს – 11.7, დეჯონტე მიურეის – 11.0, კაილ ლაურის – 11.0 და კრის პოლს – 10.7.

ჩაჭრები – ჰერბერტ ჯონსი (ნიუ ორლეანი). გასულ კვირას ჩატარებულ ოთხ მატჩში 2.8 ჩაჭრა..

დაფარებები – რობერტ უილიამსი (ბოსტონი). სამ მატჩში საშუალოდ 4.3 დაფარება შეასრულა.