აღმოსავლეთ მექსიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს
აღმოსავლეთ მექსიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს. მისი სიგრძე 347 კილომეტრია.
ლაბირინთების რამდენიმე თვიანი კვლევის შედეგად სპელეოლოგებმა დაადგინეს, რომ Sac Actun წყალქვეშა მღვიმეთა სისტემა, რომლის სიგრძეც 263 კმ-ის შეადგენს, Dos Ojos -ს 83 კილომეტრიან მღვიმეთა სისტემას უკავშირდება.
საკ-აქტუნის სისტემა 1989 წელს ორმა ამერიკელმა მყვინთავმა-სპელეოლოგმა აღმოაჩინა. ისინი ქალაქ ტულუმის სიახლოვეს დიდი სენოტის შესასწავლად ჩავიდნენ.
სწორედ საკ-აქტუნის სისტემაში მიედინება დღემდე არსებული ცნობით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მიწისქვეშა მდინარე. მისი სიგრძე 317 კილომეტრს შეადგენს. აქედან 311 დატბორილია. მღვიმეში ამოდის მინერალური წყალიც, რომლის ტემპერატურაც მუდმივად 23-24 გრადუსია.
გეოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ საკ-აქტუნის სისტემა დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ მეტეორიტის დაცემის შედეგად წარმოიქმნა. დროთა განმავლობაში კი, მტკნარი წყლით აივსო.
სპელეოლოგთა ვარაუდით, ეს აღმოჩენა, მეცნიერებს მაიას უძველესი ცივილიზაციების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიების საშუალებას მისცემს. მაიას ტომის ენაზე საკ-აქტუნი „თეთრ გამოქვაბულს“ ნიშნავს. „დოს ოჯოს“ კი ესპანურად „ორი თვალია“.