"აღმოაჩინე საქართველო" - ვიდეორგოლი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს წარუდგინა

“Discover Georgia” – ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა.

საქართველო დაინტერესებულია უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში გამოგზავნის ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს.