ლაშა ბექაური - ოლიმპიადამდე ვთქვი, ძალიან მინდოდა, ჩემი ვარსკვლავიც გახსნილიყო #1TVSPORT
ლაშა ბექაური - ოლიმპიადამდე ვთქვი, ძალიან მინდოდა, ჩემი ვარსკვლავიც გახსნილიყო #1TVSPORT

ლაშა ბექაურმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მისი ოლიმპიური ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს დამატებითი ჩანაწერი შეემატა.

„ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რომ მოვახერხე და მოვიპოვე ოლიმპიური ვარსკვლავი. ტოკიოს ოლიმპიადამდე ჩვენი დელეგაციის გაცილება სწორედ აქ, ოლიმპიურ კომიტეტში შედგა. მაშინ ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა, ამ წარმატებული სპორტსმენების გალერეაში ჩემი ვარსკვლავიც გახსნილიყო. რა დასამალია, თავიდან ეს მაინც მიუწვდომელი ჩანდა. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ოცნება ამიხდა“, – ამბობს ლაშა ბექაური.

21 წლის ძიუდოისტი ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის თამაშების ოქროს მედლის მფლობელი 2021 წლის 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში გახდა. ლაშა ბექაური 21 წლისაა და ეს მისთვის პირველი ოლიმპიადა იყო. ლაშა 37-ე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

გარდა ამისა, ლაშა ბექაურმა გამარჯვებები მოიპოვა 2018 და 2019 წლებში ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე.