„ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ - ოლიმპიურ კომიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT
„ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ - ოლიმპიურ კომიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ახალი გამოცემის, „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების“ პრეზენტაცია გაიმართა.

ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა დებიუტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოსცა ორტომეული „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“. წიგნის რედაქტორი სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილია.

ახალი გამოცემა არის 2011 წელს დაბეჭდილი 33-წიგნიანი სერიის გადამუშავებული, ახალი ნარკვევებით შევსებული ორტომეული, რომელიც ჩვენს დიდ ჩემპიონებს ეძღვნება.