ოლიმპიურ კომიტეტში ლაშა ბექაურის ვარსკვლავი გაიხსნა #1TVSPORT
ოლიმპიურ კომიტეტში ლაშა ბექაურის ვარსკვლავი გაიხსნა #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ლაშა ბექაურის ოლიმპიური ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს დამატებითი ჩანაწერი შეემატა.

ორივე სპორტსმენმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ოლიმპიურ კომიტეტში ჩემპიონების ვარსკვლავი იხსნება. ბექაური 37-ე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა.

ოლიმპიური ვარსკვლავის გახსნა დაემთხვა მნიშვნელოვან თარიღს – 1989 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომელიც საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ კომიტეტს გამოეყო და ოლიმპიურ მოძრაობაში დამოუკიდებლად გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.