ოლიმპიურ კომიტეტში ჯემალ ცერცვაძის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT
ოლიმპიურ კომიტეტში ჯემალ ცერცვაძის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საპრესკონფერენციო დარბაზში ლეგენდარული ქართველი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ჯემალ ცერცვაძის ოჯახის წევრებთან ერთად ქართული ხელბურთის წარმომადგენლები და ფედერაციის მაღალჩინოსნები დაესწრნენ. წიგნის ავტორი დემიკო ლოლაძეა და დეტალურად არის აღწერილი ლეგენდარული ხელბურთელის სპორტული კარიერა და მისი მიღწევები.

ჯემალ ცერცვაძე საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონია. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ცერცვაძემ კარიერაში 10-ჯერ მოიპოვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი ხელბურთელი 3-ჯერ მოხვდა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში, ორჯერ კი ის მსოფლიოს ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედაც აღიარეს.

ჯემალ ცერცვაძე 2019 წელს გარდაიცვალა. ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, მათ მომავალში ქართულ ხელბურთზე ფილმის გადაღებაც სურთ. ასევე იგეგმება წიგნების ციფრული ვერსიებზე მუშაობაც.