აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა
ამბროლაურის აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა.
მათი განცხადებით, ფრენის სიხშირის გაზრდა მგზავრების მომატებულმა რაოდენობამ განაპირობა.
დამატებითი ავიარეისები 6 და 10 აპრილს დაინიშნა. 6 აპრილს, ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 17:00 საათზე შესრულდება, ამბროლაურიდან ნატახტარის მიმართულებით კი – 18:30 საათზე.
ნატახტარი-ამბროლაურის რეისი 10 აპრილს, 15:30 საათზეა დანიშნული, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის რეისი – 17:30 საათზე.
ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით თვითმფრინავი კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას
დაფრინავს.