"აგარის ქარხნის" ამუშავების მოთხოვნით მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა
“აგარის ქარხნის” ამუშავების მოთხოვნით მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 58 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სოფელ შავშვებთან იმყოფებიან.
როგორც „აგარის ქარხნის“ თანამშრომლები აცხადებენ, აპირებენ, ფეხით მთავრობის ადმინისტრაციამდე მივიდნენ და იქ გააგრძელონ აქცია.
კომპანია “აგარის შაქრის“ თანამშრომლები, ქარხნის ამუშავებას და ამ საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ.