„აგარის ქარხნის“ თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია შეწყვიტეს
„აგარის ქარხნის“ თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია შეწყვიტეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია „სოლიდარობა აგარას” დასრულდა

აქციის მონაწილეებმა ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძისგან დაპირება მიიღეს, რომ ქარხანა დაახლოებით ორ თვეში შეძლებს მუშაობის განახლებას.

ლექვინაძის თქმით, შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც საჭიროა მუშაობის გასაგრძელებლად.

გარდა ამისა, როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, განიხილეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და კომპანიამ იმისთვის, რომ საწარმოს არამომგებიანობის პრობლემა მოიხსნას და მუშაობა აღადგინოს.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მომდევნო კვირამდე გარკვეული დეტალები დაზუსტდება და დაახლოებით ორ თვეში „აგარის შაქრის“ ქარხანა ამუშავდება.

ასევე „აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებს ბანკების სესხები ექვსი თვით გადაევადებათ.

„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა საწარმოს ამუშავების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.