აფგან მუხთარლის საქმის განხილვა ბელაქანის რაიონულ სასამართლოში დღეს განახლდება
ბელაქანის რაიონული სასამართლო აფგან მუხთარლის საქმის განხილვას დღეს განაახლებს. პროცესზე მოწმეების დაკითხვა იგეგმება, მათ შორის არიან მესაზღვრეებიც.
მუხთარლის წინა პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ პროცესზე ჟურნალისტებიც არ დაუშვა, რაც ადვოკატმა კანონდარღვევად შეაფასა. ასევე, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომ მუხთარლი პროცესზე იურისტის გვერდით იჯდეს.
ბელაქანის რაიონულ სასამართლოში პროცესს, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც სასამართლოს წინა სხდომასაც აკვირდებოდნენ.