პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 20 ივლისს გამოიკითხა
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 20 ივლისს გამოიკითხა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 20 ივლისს გამოიკითხა.

მათივე ცნობით, დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

„საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, –  განუცხადეს საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში.

ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი 9 ოქტომბერს, თბილისში ჩამოდის.

როგორც ადვოკატის ინფორმაციაშია აღნიშნული: „მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. ასევე, გააკეთებს განცხადებას მედიისათვის და მიმდინარე გამოძიებაში მიღწეულ პროგრესს შეაფასებს“.

დატოვე კომენტარი