ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი ირმა ჭკადუა იქნება
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი ირმა ჭკადუა იქნება. როგორც პირველ არხს ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ აცნობა, ჭკადუა ხვალ, 11:00 საათზე ასოციაციაში პრესკონფერენციას გამართავს და საკუთარ გეგმებზე ისაუბრებს.
ირმა ჭკადუამ, რომელიც საპროკურორო საბჭოს წევრიც არის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა.
არჩევნები 9 დეკემბერს არის ჩანიშნული და ირმა ჭკადუას გადრა, უკვე დასახელებული კანდიდატები არიან: დავით ლანჩავა, დავით ასათიანი, დავით ებრალიძე და ლევან ჯანაშია.
ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილია.