ადვოკატთა ასოციაცია საერთო კრებას მართავს. კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ადვოკატებს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. ღონისძიებაზე ასევე განიხილება ასოციაციის წესდება და დისციპლინურ დებულებაში შესატანი ცვლილებები.
ადვოკატთა საერთო კრება, კანონმდებლობის შესაბამისად, იმართება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობას ასოციაციის წევრი ადვოკატები იღებენ.
„დღეს ვაჯამებთ 2018 წლის შედეგებს, თუ რა ინტენსიური საქმიანობა გასწია ადვოკატთა ასოციაციამ და ადვოკატურამ ამ დროის განმავლობაში. ჩვენს კოლეგებს გავაცნობთ იმ განხორციელებულ ღონისძიებებს, რაც უკავშირდებოდა იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას. ასევე ადვოკატის როლის გაძლიერებას მართლმსაჯულების სისტემაში“, – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა.