ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე გამომძიებლები ჯერ არ დაკავშირებიან ​
ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე გამომძიებლები ჯერ არ დაკავშირებიან ​

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა, ამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ გააცნო.

„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2“-ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს”, – წერია ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილის განცხადებაში.

მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, სწორედ ამ საქმეებს უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას.

ადვოკატის თქმითვე, ოქრუაშვილმა ასევე ნახა შსს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები. ჭაბაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ამბობს რომ უამრავ ხალხში თავადაც იდგა, არანაირი ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ ყოფილა და პოლიციასთანაც არ ყოფილა კონტაქტში.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენა დღის ბოლომდე მოხდება, თუმცა ადვოკატის თქმით, ამ საკითხზე გამომძიებლები ჯერ არ დაკავშირებიან.