ადვოკატის ინფორმაციით, ტყიბულის შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

16:11, 07.08.2018

კომპანია „საქნახშირის“ ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, ტყიბულის შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.

ადვოკატის განმარტებით, დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

2018 წლის 5 აპრილს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულების სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ან ხვალ ჩაინიშნება.

მსგავსი