დიღმის სამმართველოში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
დიღმის სამმართველოში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

დიღმის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს.

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, თუმცა ადვოკატის განცხადებით ბრალდების ფორმულირება ამ დროისთვის ჯერ უცნობია.

„გამომძიებელი უკვე მივიდა იზოლატორში და ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს. ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია, გუშინ გასაჯაროვდა მისი პოზიცია და გამოვიტანე წერილი. რაც შეეხება მუხლს, ეს არის სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ორგანიზება. ის ამ ბრალდებას არ აღიარებს”, – განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს.