კომპანია „ზეგის“ ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს ის განჩინება გაასაჩივრა, რომლითაც კომპანიის ხუთი თანამშრომლის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა
კომპანია „ზეგის“ ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს ის განჩინება გაასაჩივრა, რომლითაც კომპანიის ხუთი თანამშრომლის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა

კომპანია „ზეგის“ ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

საქმე ეხება კომპანიის ხუთი თანამშრომლის ბინის ჩხრეკას.

ადვოკატის განცხადებით, განჩინებაში არ იყო დასაბუთებული, რა შემხებლობა ჰქონდათ ამ პირებს საქმესთან.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ გუშინ კომპაია „ზეგის“ რამდენიმე თანამშრომლის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. ეს განჩინება პირველი აგვისტოთი იყო დათარიღებული. შვიდ აგვისტოს ჩაატარეს ჩხრეკა, მაგრამ ამ განჩინებაში დასაბუთება ვერ ვნახეთ, იქ ფაქტობრივი მოთხოვნები ამ პირებთან მიმართებით არაფერი იყო მითითებული. თანამშრომლებიდან, რომელთა ბინებშიც ჩხერეკა ჩატარდა, ერთი დირექტორია, მეორე ამ ფირმის დამფუძნებელი, მაგრამ დანარჩენები რის მიხედვით შეარჩიეს, ვერ გეტყვით“, -განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ადვოკატის თქმით, კომპანია „ზეგი“ მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფით არის დაკავებული.

„ყველაფერი მივაწოდეთ გამოძიებას. თუკი რამეს ნახავენ, მზად არის კომპანია პასუხი აგოს, თუმცა დამერწმუნეთ, ვერაფერს ნახავენ. ეს კომპანია მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფით არის დაკავებული. როდესაც მათ მიერ შექმნილ პროდუქციას დამკვეთი ყიდულობს, რას გაყიდის ამ პროგრამული უზრუნველყოფით, ეს უკვე მისი საქმეა. ამ ხალხმა დაადასტურა, რომ მათ მიერ შექმნილი ერთ- ერთი კონტენტი არის 18+ საიტი“, – აღნიშნა ჭაბაშვილმა.