ადვოკატი - მაია ნიკოლეიშვილს სასამართლოზე არ უთქვამს, რომ მკვლელობის იარაღი მაკრატელია
ადვოკატი - მაია ნიკოლეიშვილს სასამართლოზე არ უთქვამს, რომ მკვლელობის იარაღი მაკრატელია

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, ​რომ დამოუკიდელებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს სხდომაზე არ უთქვამს, მკვლელობის იარაღი მაკრატელია.

„ექსპერტს არსად უთქვამს ასეთი რამ. მან თქვა, რომ გამოყენებულია სხვადასხვა საგნები, რომლებიც არ არის დანა. გამოყენებულია მჭრელი საგნები და შესაძლებელია, იყოს მაკრატელი. აპრიორი, რომ მაკრატელი იყო, ასეთი რამ მას არასოდეს უთქვამს. ეს მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ არასრულწლოვნების საქმის მასალების გასაჯაროებით დღეს კანონი დაარღვია.

პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ  ხორავას ქუჩაზე ამოღებული მაკრატელი ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას დარჩა.