ადვოკატი - დათო სარალიძის მკვლელი ფაქტობრივად დადგენილი არ არის
ადვოკატი - დათო სარალიძის მკვლელი ფაქტობრივად დადგენილი არ არის

დათო სარალიძის მკვლელი ფაქტობრივად დადგენილი არ არის, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, იზო მაღლაკელიძემ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ლევანის ნაწილში, როგორც ველოდით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი იმ პირის მიმართ, ვისაც ბრალი ჰქონდა წარდგენილი. რაც შეეხება დათოს ნაწილში, ამ ნაწილში არის კითხვები. დათოს ნაწილში გაგვიჩნდა პროტესტის განცდა. ფაქტობრივად, დათოს მკვლელი დადგენილი არ არის“, – ამბობს ადვოკატი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა. ამასთან, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ეს არასრულწლოვანი მოსამართლემ გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებაში. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მის მიმართ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. როგორც პირველ არხს მხარეებმა განუმარტეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ედებოდა ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.

დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.