ადვოკატი - არავინ იცოდა, რომ ხორავას ქუჩაზე ჩხუბს მძიმე შედეგი მოჰყვა, ეს არ ყოფილა დანაშაულის დაფარვა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, იმედა ბეროშვილი არ აკონკრეტებს, რატომ შეცვალა დაცვის მხარემ პოზიცია, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების შესახებ.
„გვსურდა განჩინების გასაჩივრება, თუმცა რა მიზნით შევცვალეთ პოზიცია, ამას ვერ გეტყვით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ შევიცვალე პოზიცია. ის ბრალს არ აღიარებს. ასევე, არ არის დაკითხული. არავინ იცოდა, რომ აღნიშნულ ჩხუბს მძიმე შედეგი მოჰყვა და ეს არ ყოფილა დანაშაულის დაფარვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა კონფლიქტის შესახებ იცოდა, მაგრამ შედეგი არ იცოდა, რადგან თავად არასრულწლოვანმა არ უთხრა“, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდნენ, თუმცა მოგვიანებით, დაცვის მხარემ პოზიცია შეცვალა.